ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-07-9
მრავალი წელი, ჩვენს სოფელში ფუნქციონირებდა კულტურის სახლში კინო ჩვენება. სოფელი ხშირად იკრიბობდა და ერთად უყურებდნენ სხვა და სხვა ჟანრის ფილმებს. ჩვეენ გვინდა რომ კვლავ აღდგეს კინოჩვენების ტრადიცია
გულგულის კინოთეატრი მე 20 საუკუნეში აშენდა.. სანამ გულგულაში კინოთეატრი აშენდებოდა, გულგულელები კინოს საყურებლად თელავში დადიოდნენ.
თუმცა რამდენიმე წელია უკვე გულგულის კულტურის სახლში კინო ჩვენება აღარ არის. მიზეზი ალბათ პირველი ის არის რომ ადამინები ახლა ფილმებს სახლში უყურებენ. მეორე და მთავარი კი ის რომ კულტურის სახლს აღარ აქვს შესაბამისი ტექნიკა რითაც შესაძლებელი გახდებოდა კინო ჩვენების ტრადიციის აღდგენა.
ჩვენ ახალგაზრდების ჯგუფმა გადავწყვიტეთ რომ მუნიციპალიტეტს მიმვართოთ ინიციატივით აღდგეს კინოჩვენებების ტრადიცია ჩვენს საოფელში და ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნას მოძიებული ტექნიკის შესაძენად.
თუ მოგწონთ ჩვენი ინიციატივა მხარი დაგვიჭირეთ.
სხვა სერვერზე განთავსებული ვიდეო
https://youtu.be/j14cViUNGkU