ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-02-8
ახალგაზრდების უმრავლესობა სპორტულ წრეებზე თელავში დადის. იყო წინა წლებში მცდელობა რომ სოფელს თავისი სპორტული მოედანი და დარბაზი ჰქონოდა. მაგრამ ამ დრომდე ეს პრობლემა ვერ გადაწყდა
წერილი კონსულს!
გვინდა სოფელში გვქონდეს სპორტული დარბაზი, რომელიც არც ძალიან ძვირი დაუჯდება ბიუჯეტს და არც უხარისხო იქნება. ბევრი ვიფიქრეთ და მივხვიდთ, წყლის, გზის და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გარდა არსებობს კიდევ ისეთი პატარა პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან გაგვხარებს. ამიტომ რამდენიმე იდეა ჩამოვაყალიბეთ პირველს ახლა რასაც ვითხოვთ არის სპორტული დარბაზის მოწყობა, გვექნება ტრენაჟორები ადგილზე ვივარჯიშებთ და აღარ დაგვჭირდება თელავში წასვლა და გზის ფულის დახარჯვა იმისთვის რომ იქ საათით ვივარჯიშოთ. ამიტომ იმედი გვაქვს რომ ამ ინიციტივას მხარს სხვებიც დაუჭერენ და სოფელს სპორტული სავარჯიშო დარბაზი ექნება! თქვენ კი დაგვეხმარებით ამ ინიციატივის ასრულებაში . პატივისცემით გულგულელი ბავშვები “
სხვა სერვერზე განთავსებული ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=ENpY3zUEiq0
აუუ ძალიან გვინდა