დებატების ფუნქციით შეგიძლიათ მოსაზრების გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც თქვენს ქალაქს და/ან ოლქს ეხება. CONSUL-ის სხვა ფუნქციების საშუალებით კი, შესაძლებელია დებატების პროცესში განხილული იდეები საკრებულოს კონკრეტულ ქმედებებად იქცეს.
თქვენ შეგიძლიათ დებატების დაწყება, კომენტარის დაწერა და მათი შეფასება ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ღილაკზე დაჭერით. დებატებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა CONSUL-ზე რეგისტრაცია.
დებატების შესაფასებელი "ვეთანხმები" და "არ ვეთანხმები" ღილაკები.
ინიციატივები
სამოქალაქო ინიციატივების ფუნქციით შეგიძლიათ წარუდგინოთ ინიციატივები საკრებულოს. ინიციატივები საჭიროებს მხარდაჭერას. საკმარისი ხმების მოგროვების შემთხვევაში, ისინი საჯარო კენჭისყრის ფაზაზე გადავა. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ინიციატივებს საკრებულო განიხილავს მათი შემდგომი განხორციელების მიზნით.
ინიციატივის მხარდაჭერა
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
მონაწილეობითი ბიუჯეტების სექცია მოქალაქეებს ეხმარება მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვითი წილის განაწილების შესახებ.
მონაწილეობითი ბიუჯეტების "მხარდაჭერის" და "ხმის მიცემის" ფაზები.
ხმის მიცემა
ხმის მიცემის ფუნქცია აქტიურდება მაშინ, როდესაც ინიციატივა 1%-იან მხარდაჭერას მიაღწევს და კენჭისყრის ფაზაში გადაინაცვლებს, ან საკრებულო საკითხს თავად გამოიტანს საჯარო კენჭისყრისთვის.