ვებ-გვერდზე წვდომა გულისხმობს ყველა ადამიანის მიერ ვებ-გვერდსა და მის შინაარსზე წვდომას, მიუხედავად უნარ-შესაძლებლობებისა (ფიზიკური, ინტელექტუალური ან ტექნიკური) და შემაფერხებელი ფაქტორებისა, რომლებიც გამოყენების კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება წარმოიშვას (ტექნოლოგიური ან გარემოებრივი).
ვებ-გვერდების საყოველთაო მოხმარების მიზნით შექმნა გულისხმობს, რომ შინაარსთან წვდომა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარ პირობებშია შესაძლებელი. მაგალითად:
ვებ-გვერდით მაქსიმალურად კომფორტულად სარგებლობისთვის, მალსახმობი ღილაკები შემუშავებულია იმგვარად, რომ საიტის მთავარ სექციებთან დაკავშირება მარტივი იყოს.
ღილაკი | გვერდი |
---|---|
0 | მთავარი გვერდი |
1 | დებატები |
2 | ინიციატივები |
3 | ხმები |
4 | მონაწილეობითი ბიუჯეტები |
5 | ადვოკატირების პროცესები |
ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერიდან გამომდინარე, კომბინაცია შემდეგი იქნება:
ბრაუზერი | ღილაკთა კომბინაცია |
---|---|
Explorer | ALT + მალსახმობი და ENTER |
Firefox | ALT + CAPS + მალსახმობი |
Chrome | ALT + მალსახმობი (CTRL + ALT + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში) |
Safari | ALT + მალსახმობი (CMD + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში) |
Opera | CAPS + ESC + მალსახმობი |
საიტის დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს ტექსტის სასურველი ზომა. ამ ფუნქციის გამოყენება ბრაუზერიდან გამომდინარე სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.
ბრაუზერი | განსახორციელებელი მოქმედება |
---|---|
Explorer | ნახვა > ტექსტის ზომა |
Firefox | ნახვა > ზომა |
Chrome | პარამეტრები (ნიშანი) > ფუნქციები > დეტალურად > ვებ კონტენტი > ტექსტის ზომა |
Safari | ნახვა > მოახლოება/დაშორება |
Opera | ნახვა > მასშტაბი |
ტექსტის ზომის შესაცვლელად, გამოიყენეთ ბრაუზერის მალსახმობი ღილაკები შემდეგი კომბინაციით:
ამ ვებ–გვერდის ყველა გვერდი აკმაყოფილებს სამუშაო ჯგუფის მიერ დამკვიდრებულ წვდომის სახელმძღვანელო პრინციპებს ან დიზაინის ზოგად პრინციპებს WAI.